პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე – ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, სამცხე – ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ნინო აღნიაშვილმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა მარიამ მიქუტიშვილმა მოქალაქეებთან სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს და მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, გავრცელებულ დანაშაულებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე. ასევე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს განუმარტეს რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიმართონ პროკურატურას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები