ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ალასანია პასუხისგებაში უნდა მისცენ!

„სახელმწიფო გადატრიალება, რესპუბლიკელების მონაწილეობით, პარლამენტშიც მზადდება“, – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
აკადემიკოსი გამომცემლობასთან ყურადღებას ამახვილებს „რესპუბლიკელებისა“ და ირაკლი ალასანიას გუნდის ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე. მისი თქმით, თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასაც უნდა დაეკისროს.
„რეპუბლიკელები“ ვინ არიან ყველამ კარგად ვიცით! ეს ალასანია და 4 მილიონი ლარის მოპარვისთვის მოადგილეები დაიჭირეს, კი მაგრამ ჰპარავ, ვის ჰპარავ? ალასანია უნდა გადადგესო, იძახიან! უნდა გადადგეს კი არა, პასუხისგებაში უნდა მისცენ ეგ! მერე რა, რომ რიჩარდ ნორლანდს მოსწონს! რიჩარდ ნორლანდს საქართველოს მთავრობაში ვინ იქნება მინისტრი, ვინ ეკითხება?!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
აკადემიკოსი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რესპუბლიკელებსა“ და ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს უჭერს მხარს.
„მარგველაშვილიც ამათ „კანტორაშია“. ახლა ამას დავუმატეთ, ის სულგაყიდული ასო-ები და, როგორც იტყვიან, სრულ კომპლექტს მივიღებთ! აი, ასეთ ვითარებაში გადავწყვიტეთ სწორედ საზოგადოება „ლაზარეს“ შეკრების გამართვა“, – ამბობს ელიზბარ ჯაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები