იაშარ უსუპოვი: ჟვანიას საქმეზე FBI-ის დასკვნის გამოქვეყნება სააკაშვილს მაინც ვერ უშველის
ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე FBI-ის დელიკატური ნაწილის გამოქვეყნება მიხეილ სააკაშვილს მაინც ვერ უშველის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. გამოცემასთან საუბარში რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა გზა არ დარჩა და მათ ბინძურ მეთოდებს უნდა მიმართონ.
ჟვანიას დაცვის წევრების ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესზე გამოაქვეყნებს ფედერალური ბიუროს დასკვნის იმ ნაწილს, რომელსაც ძველი ხელისუფლება საიდუმლოდ ინახავდა მისი დელიკატური შინაარსის გამო.
“რა უნდა გამოაქვეყნონ? ამ ხალხს ნამუსი საერთოდ არ აქვს. ამაზე რა, პირველად საუბრობენ? არც ეს არის ახალი. მათ სხვა გზა არ დარჩენიათ, რომ ასეთ ბინძურ მეთოდებს მიმართონ. სხვანაირად სააკაშვილს ვერ შველიან. ეს არაფერს შეცვლის, რადგან გამოძიება რეალურ დასკვნას ძალიან მალე დადებს”, – აცხადებს უსუპოვი.