გია ვოლსკი: ალასანიას პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, არსებობს შესაძლო კორუფცია და არსებობს ირაკლი ალასანია თავისი გუნდით, რომელიც გამოძიების საკითხთან გამიჯნულია.
ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა.
„ვიღაცებს ამ საკითხის გაუბრალოება სურს და არც ეგრეა საქმე. ამ თემაზე პირველ ნოემბერს გამართულ პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ და ერთ პრინციპზე შევთანხმდით. ყველა ვამბობთ, რომ მაღალჩინოსნების დაკავების საკითხი დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და როგორ არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ის არანაირად არ ეხება პირადად ირაკლი ალასანიას, არც მის ავტორიტეტს და არც მის მიმართ ნდობას. არსებობს შესაძლო კორუფცია და არსებობს ალასანია თავისი გუნდით, რომელიც გამოძიების საკითხთან გამიჯნულია. მის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა ვოლსკიმ.