გორში, სტადიონ „ქართლის“ ტერიტორიაზე, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
გორში, სტადიონ „ქართლის“ ტერიტორიაზე, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შენდება ახალი სივრცე, სადაც განთავსდება გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელებისა და შეხვედრების ოთახები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რაც სივრცეს ყველასთვის ხელმისაწვდომსა და კომფორტულს გახდის.
“მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული სტადიონის რეაბილიტაციასა და ახალი სპორტული მოედნების მოწყობას. დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, „ქართლის“ სტადიონის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და თანამედროვე სპორტული სივრცე განთავსდება, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას,”- წერია ინფორმაციაში.