„ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ – თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია – „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა.
საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ: ისტორიკოსები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციაზე მიღებულ იქნა სამეცნიერო რეზოლუცია ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით. რეზოლუციას ხელი მოაწერეს: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.