ხულოს საფეხბურთო კლუბ ხიხანის ორგანიზებით მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა 

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს საფეხბურთო კლუბ ხიხანის ორგანიზებით გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების მერაბ ართმელაძის, მერაბ ჭელიძის, რუსლან მელაძის და ნადიმ ართმელაძის ხსოვნას მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი კორტოხისა და რაქვთის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

“ტურნირის მიზანი იყო ფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები