პლასტმასის გარემოზე ზეგავლენის შესახებ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის „ნიჭიერთა“ სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
პლასტმასის გარემოზე ზეგავლენის შესახებ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის „ნიჭიერთა“ სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.
გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.
ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებზე.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას და მათი ჩართულობის გაზრდას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 100-მდე სკოლაში. აღნიშნული კამპანია აქტიურად გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.