მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.