თორნიკე ჭეიშვილი – საკადრო ცვლილებებზე: უფრო მეტად უნდა ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და მოხერხდეს სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის უკეთ სინქრონიზება

“კიდევ უფრო მეტად უნდა ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და, რაც მთავარია, მოხერხდეს სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის უკეთ სინქრონიზება“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამ თვალსაზრისით ვნახეთ არა ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომელიც ერთი მხრივ მიემართებოდა მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ ძალიან სერიოზული ეფექტიანი ნაბიჯებისკენ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისკენ თუმცა გამოწვევები დღის წესრიგში რჩება. იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად მოხერხდეს ეფექტიანად ამოცანების შესრულება მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების შესახებ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები