საქართველოს მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს

 შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმის“ თანამშრომლებმა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში“ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: Zolpidem EG – 62 აბი და Zolpidem Sandoz – 30 აბი – აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მედიკამენტები კონტეინერით გადმოზიდულ ავტომანქანაში, აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეს მ.ნ.- ს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები