ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები

„შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორი კომუნიკაცია ინტერპრეტაციის ნაკლებ საფუძველს შექმნის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ ტერიტორიისა და გრაფიკის გამოცხადების შემდეგ, მიმკედლებლის მიერ არ უნდა მოხდეს ცხოველების თვითნებურად გაყვანა აღნიშნული ლოკაციიდან. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. თუ არსებობს ცხოველის მიმკედლებელი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტი მიეწოდოს მას. ეს უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას და მიკვლევადობას. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ცხოველები დაუბრუნდნენ პირვანდელ ლოკაციას გარდა რამდენიმე შემთხვევისა, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება საბავშვო ბაღებს, ძალიან ბევრი მშობელი გამოხატავს უკმაყოფილებას ცხოველების უშუალოდ საბავშვო ბაღების კართან დაბრუნებასთან დაკავშირებით. ასეთ დროს შესაძლებელია ცხოველების დაბრუნება მოხდეს მიმდებარე ტერიტორიაზე და არა უშუალოდ კართან“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები