შაქრო კალაშოვი „დედ ჰასანის“ და „იაპონჩიკას“ მკვლელებს შურისძიებით ემუქრება (ვიდეო)
ესპანეთიდან რუსეთში დაბრუნებულმა „კანონიერმა ქურდმა“ შაქრო კალაშოვმა „დედ ჰასანის“ და „იაპონჩიკას“ სასაფლაოები მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, იქ კალაშოვმა განაცხადა, რომ ამას „მკვლელებს არ შეარჩენს“, – წერს სააგენტო primecrime.ru.
შეგახსენებთ, რომ „დედ ჰასანის“ თანამოაზრეები მის მკვლელობაში ტარიელ ონიანის გასამართლების შემდეგ მერაბ ჯანგველაძის გარშემო შექმნილი ქურდული დაჯგუფების ზედა ფენას ადანაშაულებენ. მაგალითად, როდესაც ვაგიფი და ზვიადი ჯემოს სცემდნენ, „დედ ჰასანის“ სიკვდილში კალაშოვს ადანაშაულებდნენ. „შავ სიაში“ ასევე როვშანია – ბრალდებულ მეთაურებს შორის ერთადერთი, რომელიც არ არის დაკავებული და შესაძლებელია იყოს გამოძახებული, თუ ეს საერთოდ არის გეგმებში.
შაქროს რუსეთში დაბრუნების დღეს მასთან შეხვედრა ბევრს უნდოდა, თუმცა თავად შაქრომ მათთან ურთიერთობისგან თავი შეიკავა. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც შეხვედრაზე შაქროსგან უარი მიიღო – მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევანია, რომელიც „სოხუმის კლანის“ „ტვინის ცენტრად“ ითვლება.
როგორც რუსული სააგენტო წერს, შაქროს ასეთი საქციელი, საერთო ჯამში, მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით შსს-ში მიღებული „ინსტრუქტაჟის“ ფონზე. მოსკოვში მშვიდი ცხოვრების გარანტი შაქროსთვის ის კურსია, რომელსაც მიჰყვებიან პიჩუგა, ვოსკრესი და მირონი. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს ის დახმარება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შაქროს გაუწია. მოსკოვმა ისე გააკეთა, რომ კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა და არა საქართველოში, სადაც 18 წლიანი პატიმრობა ელოდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=utXSnLXwpEs” width=”560″ height=”315″]