ბელარუსის სასამართლომ BBC-ის რუსული სამსახურის ვებსაიტი აკრძალა
ბელარუსის სასამართლომ BBC-ის რუსული სამსახურის ვებსაიტი ექსტრემისტულად გამოაცხადა და ქვეყანაში მისი ფუნქციონირება აკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„საინფორმაციო პროდუქტი: ინტერნეტ საიტი სახელწოდებით „BBC News Russian Service“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბელარუსის ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, ვებსაიტის ექსტრემისტულ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მოგილევის ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ 25 მარტს მიიღო. ერთი დღით ადრე, 24 მარტს, იმავე სასამართლომ გაზეთ „ნოვაია გაზეტა ევროპას“ ვებსაიტი ექსტრემისტული მასალების სიაში შეიყვანა.