მახაშვილი – მარტა კოსიზე: ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ ნდობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება, გვქონდეს ამ ადამიანის თუ ევროკომისიის მიმართ
“როდესაც ვიგებთ, რომ ასეთი წარსულის ადამიანი არის პასუხისმგებელი, მათ შორის, საქართველოზე, ის შეფასებები, რაც მოსმენილი გვაქვს მისგან, ღიმილისმომგვრელია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროპარლამენტარ მარტა კოსიზე საუბრისას აცხადებს.
კერძოდ, ის ეხმაურება დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც კოსი იუგოსლავიის იმ საიდუმლო პოლიციის ჯაშუში იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან აქტიური კავშირი ჰქონდა.
“ამასთან, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ ნდობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გვქონდეს ამ ადამიანის თუ ევროკომისიის მიმართ. ჩვენ მისგან ვისურვებდით მკაფიო განმარტებებს, – ან უგულებელყოფას ან ახსნას – რასთან გვაქვს საქმე, რატომ თანამშრომლობდა, რა მიზნით, თუ იყო ასეთი, – ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოება ხედავს უკვე მერამდენედ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მორალური პიედესტალიდან ცდილობენ ჭკუა ასწავლონ თუ გაკვეთილები წაუკითხონ საქართველოს, აღმოჩნდებიან ისეთი წარსულისა და რეპუტაციის მქონე, ღიმილისმომგვრელია მათი მოსმენა”, – ამბობს მახაშვილი.