“მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს, მიუხედავად კალენდრული ვალდებულებებისა” – ვოლსკი
“დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს, მიუხედავად კალენდრული ვალდებულებებისა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“მადლობა ქართველ მუსლიმებს, გრიგორიანელებს, ებრაელებს – ყველას, ვინც მოვიდა – იმ ინგუშებს, ვინც ჩამოვიდნენ და დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ეკლესიაში”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ამასთან, მან ოპოზიციაზეც ისაუბრა.
„ცდილობდნენ, რომ წარმოედგინათ დაკრძალვის ეს ცერემონია ისე, თითქოს სახელისუფლებო გუნდი შეიკრიბა, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, სხვა ოჯახები, ჩაკეტეს კარები და ხალხს არ უშვებდნენ. შეიძლება ვინმემ ეს დაიჯერა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს – ასობით სტუმარი იყო ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან და მითუმეტეს თუკი გარკვეული საეკლესიო რიტუალი, მსახურება სრულდებოდა, ვერანაირად ვერ მოხდებოდა ისე, რომ კვლავ ისეთი ინტენსივობით შემოსულიყო ხალხი“, – განმარტა ვოლსკიმ.