თბილისში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მდინარე მტკვარზე, აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის თევზი და აკრძალული თევსაჭერი იარაღები ჩამოერთვა. უკანონოდ მოპოვებული თევზის რაოდენობამ დაახლოებით 70 კგ. შეადგინა. გარემოზე მოყენებული ზიანი 4 000 ლარით განისაზღვრა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ.