ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება”
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება”.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს შშმ პირებისთვის თანასწორი მომსახურებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ. ამასთანავე, დამსწრეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირებისთვის სახელმწიფო ენის
სწავლების მიმართულებით შესაბამისი სასწავლო მეთოდებისა და მექანიზმების შემუშავებაზე.
აღნიშნული მიდგომები მიზნად ისახავს ენის სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ადაპტირებული სწავლების დანერგვას და საგანმანათლებლო პროცესში მათი თანასწორი ჩართულობის უზრუნველყოფას.