სულხან მოლაშვილი სტრასბურგის სასამართლომ 4 მუხლით გაამართლა

სტრასბურგის სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა. სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართა.
4 მუხლის შინაარსი ასეთია – არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სასამართლო განხილვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. საქართველოს მთავრობას კი სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, სულხან მოლაშვილი უსაფუძვლოდ იყო პატიმრობაში.
“სულხან მოლაშვილის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მისი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. წინა ხელისუფლებაც გახდა იძულებული აღიარების წერილი გაეგზავნა სტრასბურგში და დაეწყო მოლაშვილთან მორიგების პროცედურა, მაგრამ ამის შემდეგ დავა გაგრძელდა და გაიწელა ეს პროცესი, რადგან წინა ხელისუფლებასა და მოლაშვილის ადვოკატებს შორის ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა მორიგების ტექსტის თაობაზე. ჩვენ ეს პროცედურა დავასრულეთ და სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე დახურა, რომლის ძალითაც ჩვენ, სახელმწიფოს დაგვეკისრა 20 ათასი ევროს გადახდა”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. ინფორმაციას ტელოკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები