რუსეთში ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ მოკლეს

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტი“ მამუკა ნებიერიძე მოკლეს. თავდასხმების, ავტოტრანსპორტის გატაცების, გამოძალვის და სხვა დანაშაულის გამო ნებიერიძე არაერთხელ იყო ნასამართლევი.
რუსული პრესის ცნობით, ნებიერიძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მისი გვამი საღამოს ვოროშილოვის ქუჩაზე მის სახლთან აღმოაჩინეს. „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა. მკვლელმა გაქცევა მოახერხა. სამართალდამცავების ინფორმაციით, შეკვეთილი მკვლელობის ვერსია განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ნებიერიძე სათამაშო ავტომატების დარბაზზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს. გარდა ამისა, მოკლული „კანონიერი ქურდის“ რაულის ახლო მეგობარი იყო და მისი ხელმძღვანელობით ქალაქ კიშტიმის კონტროლს ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები