ლევან იოსელიანი – პატრიარქზე: ყველაფერი კეთდება, რომ ეს მდგომარეობა დაიძლიოს; დამაიმედებელი განწყობაა, აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება
“სიახლის თქმა არ შემიძლია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს ეს პრობლემა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის შესახებ საუბრისას აცხადებს.
იოსელიანი კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მდგომარეობის გასაცნობად მივიდა.
“მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო. ბევრი ადამიანი მიკავშირდება და შეწუხებულია ამ ამბით. ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კეთდება, რომ ეს მდგომარეობა დაიძლიოს. დამაიმედებელი განწყობაა, აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ძირითადად კომუნიკაცია მქონდა სასულიერო პირებთან,” – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.