ლევან მახაშვილი: ცდილობენ ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს დაფინანსებას, წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ

“ცდილობენ ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს დაფინანსებას, წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა, წარმოუდგენელია.

„საზოგადოებამ მოისმინა ის, რასაც ისმენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ქვეყნის შიგნით დიალოგის მოწინააღმდეგე ძალები რაც არიან, მათი მხარდამჭერები არიან ქვეყნის გარეთ. სრული იგნორირება იყო სახელმწიფოსი, სუვერენიტეტის, ხალხის არჩევანის, არჩევნების, პარლამენტის, ყველაფრის, რისგანაც შედგება სახელმწიფო. მოვისმინეთ წახალისება იმ ადამიანების, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან. თავად აღიარებენ, რომ არიან დამნაშავეები ამა თუ იმ საქმეებში და ცდილობენ ელენე ხოშტარიასგან, ადამიანისგან, რომელიც რუსეთისგან იღებს დაფინანსებას, წამებული ჟანა დარკი გამოძერწონ. საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა, უბრალოდ, წარმოუდგენელია“,- განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები