NYT: აშშ დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს საუდის არაბეთის დატოვებას სთხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მყოფ დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა,- ამის შესახებ The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები რეგიონში უსაფრთხოების მზარდ რისკებს აღიარებენ.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ასევე ეხება ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოს, რომელიც ირანის მიერ განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის სამიზნე გახდა.

ადგილობრივ მოსახლეობას რეკომენდაცია მიეცა, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები