გურამ მაჭარაშვილი – “ჰადსონის ინსტიტუტის” კვლევაზე: ოღონდ რომელიმე ქვეყანამ მოინდომოს საქართველოსკენ ბომბების ჩამოგდება, ჯარების გამოგზავნა, სანქციების დაწესება და ყველაფერი უბედურება საქართველოს წინააღმდეგ მოხდეს – ამ ყველაფერს ემსახურება ეს

“ოღონდ რომელიმე ქვეყანამ მოინდომოს საქართველოსკენ ბომბების ჩამოგდება, ჯარების გამოგზავნა, სანქციების დაწესება და ყველაფერი უბედურება საქართველოს წინააღმდეგ მოხდეს – ამ ყველაფერს ემსახურება ეს,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა “ჰადსონის ინსტიტუტის” კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

“კანდელაკი იქნება ეს თუ გადაკეთებული ყოფილი “ნაცი”, ჯამში ეს ყველა ერთია, ამათი ფორმულა ასეთია, რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი “ნაცმოძრაობისთვის”. მათთვის, უარესი, რა თქმა უნდა, ომიც არის, ბომბების ჩამოცვენაც არის. ოღონდ რომელიმე ქვეყანამ მოინდომოს საქართველოსკენ ბომბების ჩამოგდება, ჯარების გამოგზავნა, სანქციების დაწესება და ყველაფერი უბედურება საქართველოს წინააღმდეგ მოხდეს – ამ ყველაფერს ემსახურება ეს, რადგან თვითონ არიან წაგებულები თავიანთივე ამომრჩეველთან და იციან, რომ ვერასოდეს ვერ მიაღწევენ გამარჯვებას არჩევნებში და ახლა არიან ჩამოკიდებულები უცხო ძალაზე, მათ შორის, უცხო ძალის ბომბებზე”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, “საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება” – ამ შინაარსის კვლევა ამჯერად “ჰადსონის” ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
კვლევის ავტორები არიან “ჰადსონის ინსტიტუტის” უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი.

კანდელაკი ჯერ იყო “ნაციონალური მოძრაობის”, შემდეგ კი “ევროპული საქართველოს” წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები