“ევროკავშირმა მიიღო ფართომასშტაბური სანქციები ირანის მკვლელი რეჟიმისა და „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქმედებების საპასუხოდ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად სცენ პატივი საერთაშორისო სამართალს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ x-ზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა მიიღო ფართომასშტაბური სანქციები “ირანის მკვლელი რეჟიმისა და „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქმედებების საპასუხოდ”.

“ირანში განვითარებული მოვლენები დიდ შეშფოთებას იწვევს – ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი იმ ქმედების აღკვეთა, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა ან ძირი გამოუთხაროს გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს.

ევროკავშირმა მიიღო ფართომასშტაბური სანქციები ირანის მკვლელი რეჟიმისა და „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქმედებების საპასუხოდ. ამასთან, იგი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს ჰქონდეთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად სცენ პატივი საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნულია ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები