საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით – 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრველებს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.  სამართალდამცველებმა ზ.ო.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, დიდი ოდენობით – 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები