ყაზახეთში, კაფეში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი
ყაზახეთის აკმოლას ოლქის ქალაქ შჩუჩინსკში, კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად, შვიდი ადამიანი, მათ შორის 16 წლის გოგონა დაიღუპა,- ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
ბურაბაის რაიონის ქალაქ შჩუჩინსკში, ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობასთან არსებულ კაფეში გაზმა გაჟონა და აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან რვა გაზის ბალონი ამოიღეს და 10-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
სულ 26 ადამიანი დაშავდა. ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.