ზახაროვა: რუსეთი იმედოვნებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები სამხედრო ავანტიურით არ დასრულდება

რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები ხელს შეუშლის რეგიონის ახალ სამხედრო ავანტიურაში ჩათრევას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას შეთანხმების მისაღწევად და შესაძლო შეთანხმებების განსახორციელებლად. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და რეგიონი ახალ სამხედრო ავანტიურაში არ ჩაერთვება“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები