შსს: მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სწრაფად და მარტივად ისარგებლოს სააგენტოს ელექტრონული სერვისებით
მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციით – Service Agency შეგიძლიათ, სწრაფად და მარტივად ისარგებლოთ სააგენტოს ელექტრონული სერვისებით. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის საჭიროა:
1. ჩამოტვირთოთ აპლიკაცია
✔ App Store-დან – https://shorturl.at/qLP17
✔ Google Play Store-დან https://shorturl.at/oGLT4
2. შეიყვანოთ პირადი მონაცემები;
3. აირჩიოთ დოკუმენტი და გაიაროთ ვიზუალური იდენტიფიკაცია;
4. დაასრულოთ რეგისტრაცია.