საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საემიგრაციო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უწყების თითოეული დანაყოფი არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტის გამოვლენის მიზნით ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ქვეყნიდან უკვე 300-მდე პირია გაძევებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტის გამოვლენის მიზნით და აღნიშნული პირების მიმართ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.