ცეცხლსასროლი იარაღი 23 წლამდე მოქალაქეზე არ გაიცემა
პლენარულ სხდომაზე დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ასევე იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი 23 წლამდე მოქალაქეზე არ გაიცემა. ხოლო სპორტული, გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში ნებართვის გაცემის ასაკი 21 წლით განისაზღვრება. სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება.