ტრამპი: ახლახან დავასრულე შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, ჩემი პირადი ურთიერთობა სი ძინპინთან უკიდურესად კარგია
ურთიერთობა ჩინეთთან და ჩემი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან უკიდურესად კარგია და ორივეს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, მისი პრეზიდენტობის მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტ სი ძინპინთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებით ბევრი დადებითი შედეგი იქნება მიღწეული.
„ახლახან დავასრულე შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს იყო ხანგრძლივი და საფუძვლიანი ზარი, სადაც განხილული იყო მრავალი მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ვაჭრობა, სამხედრო საკითხები, აპრილში დაგეგმილი ჩემი ვიზიტი ჩინეთში (რომელსაც მოუთმენლად ველი!), ტაივანი, რუსეთ-უკრაინას შორის ომი, ირანთან არსებული ვითარება, ჩინეთის მიერ აშშ-სგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა, ჩინეთის მიერ დამატებითი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვის განხილვა, მათ შორის სოიოს მარცვლების 20 მილიონ ტონამდე გაზრდა მიმდინარე სეზონისთვის (მათ ვალდებულება დადეს, რომ მომდევნო სეზონისთვის 25 მილიონი ტონა გაიყიდოს!), თვითმფრინავის ძრავების მიწოდება და მრავალი სხვა თემა, ყველა ძალიან პოზიტიური! ურთიერთობა ჩინეთთან და ჩემი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან უკიდურესად კარგია და ორივეს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება. მე მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტობის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბევრ დადებით შედეგს მივაღწევთ პრეზიდენტ სი ძინპინთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებით!“, – წერს ტრამპი Truth social-ზე.