“საზოგადოებისთვის ნათელია, როგორ ცდილობენ, დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში ცალკეული ქვეყნის პირდაპირი ბიუჯეტიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც USAID-ი და NED-ი დაიხურა შეერთებულ შტატებში” – მათიკაშვილი
“ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელია, თუ როგორ ცდილობენ, დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში ცალკეული ფონდებით, ცალკეული ქვეყნის პირდაპირი ბიუჯეტიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც USAID-ი და NED-ი დაიხურა შეერთებულ შტატებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„როდესაც მხარს არ უჭერ ქვეყნის საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხელისუფალს და ცდილობ, დააფინანსო ძალადობა და ძალმომრეობა, ამით ყველაფერი გასაგები და ნათელია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.