“შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს” – გია ვოლსკი
“შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს. ევროპაში ეს პრინციპები აქვთ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, თავის გამოსვლებს რაღაც პოლიტიკური შინაარსით დატვირთავენ და თავს წარმოაჩენენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებად”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში შესატანად მომზადებულია უშველებელი თანხები, როგორმე, შავი და დაფარული შეტანის გზები უნდა შეიმუშაონ იმის ნაცვლად, რომ ის ადამიანები გააკრიტიკონ, ვინც ამას ცდილობს.
“ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ, უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის, საიდან და რას ხმარდება. კითხვაა, ხომ არ ხმარდება ეს თანხები ექსტრემიზმის განვითარებას? სხვა არანაირი მოთხოვნაა. საჭირო არ არის გამჭვირვალობა, რომ ხალხმა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა პროგრამას უნდა მოხმარდეს და „კანვასის“ პროექტს რომ არ უნდა მოხმარდეს, რომელიც ბავშვებს ასწავლის, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას? ეს რეალობა არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.