შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 30,78 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 30,78 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ბორანზე „ვილნიუს სივეის“ სომხეთის მოქალაქე ი.ლ.-ის კუთვნილ ავტომობილში იყო დამალული.
„მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრის სასამსახურო ძაღლის მეშვეობით იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ქ. ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებას“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები