“როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება უცხოეთიდან, ვინაიდან პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა საზღვარგარეთიდან წამოსულმა ფულმა, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ისეთი ტიპის დაფინანსებას „ენჯეოსთვის“, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული” – მაჭავარიანი

“როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, ვინაიდან პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა უცხოეთიდან წამოსულმა ფულმა, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ისეთი ტიპის დაფინანსებას „ენჯეოსთვის“, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული”,- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანალოგიური კანონი მოქმედებს თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და აკრძალვა არ ეხება სხვა არც ერთ გრანტს, რომელიც შემოდის სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად.

„სამოქალაქო სექტორი არ მესმის რატომ არის ცალკე კასტა, რომელიც რაღაც საკრალურად უნდა ჩაითვალოს. „ენჯეო“ ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ჩამოაყალიბონ, პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე მოახდინონ გავლენა ეს არის „ენჯეო“ ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკაში ერევა. კი ბატონო, ასეთი „ენჯეო“ ორგანიზაციის გრანტი უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან. ხოლო რაც შეეხება ისეთი ტიპი გრანტებს, რომელიც არის სოფლის მეურნეობიდან დაწყებული სხვა მიმართულებებით დამთავრებული, რა თქმა უნდა ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთი გრანტები გაიცეს და ასეთმა „ენჯეოებმა“ იმუშაონ. შესაბამისად, აკრძალულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში პარტიის დაფინანსება საზღვარგარეთიდან, ანალოგიურთან გვაქვს საქმე უბრალოდ ირიბი გზით – აფინანსებ რაღაც „ენჯეოს“, რომელიც ჩვეულებრივად ერევა მერე პოლიტიკურ საქმიანობაში. როგორც პარტიის დაფინანსება არ შეიძლება საზღვარგარეთიდან, ვინაიდან პოლიტიკაზე არ მოახდინოს გავლენა საზღვარგარეთიდან წამოსულმა ფულმა, რომელსაც მოჰყვება უცხოური ინტერესი, ასევე, არ უნდა მოჰყვებოდეს ინტერესი ისეთი ტიპის დაფინანსებას „ენჯეოსთვის“, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული. მხოლოდ ასეთი ტიპის გრანტებზე არის საუბარი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები