თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები მოდულის შენობაში გადაიყვანეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები მოდულის შენობაში გადაიყვანეს. დაკავებულებთან ადვოკატები შევიდნენ.
ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როდის და სად მოხდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება.
თავდაცვის სამინიტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავების მიზეზი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაა.
პროკურატურის ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა თანხები სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს. დაკავებულ პირებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები