ირანმა დაკავებულ ერფან სოლტანზე სიკვდილით დასჯის განაჩენი უარყო – პროკურატურა განაჩენს ცვლის

ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირა,- ამის შესახებ Iran International-ი წერს.

ახალი ბრალდებით, მას ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებასა და შეთქმულებაში მონაწილეობას, ასევე რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვას ედავებიან.

სასამართლომ განაცხადა, რომ თუ პროკურორები ბრალდებებს დაადასტურებენ და სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას გამოიტანს, კანონით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სოლტანი კარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, მისი ოჯახის განცხადებით კი, მათ შეატყობინეს, რომ მისი სიკვდილით დასჯა გადაიდო.

შეგახსენებთ, საქმე ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზეა აღძრული, რომლის დროსაც ასობით მოქალაქე სხვადასხვა პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები