ზაალ ანჯაფარიძე: ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც იწყება ერთგვარი “გამოღვიძების” პროცესი, რომ ევროპარლამენტის ფრაქცია “ALDE,” რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ხშირად აცხობს რეზოლუციებს, არა ევროღირებულებებით არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესტონელი ევროპარლამენტარის იააკ მედისონის ვრცელ ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც გააკრიტიკა „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) და აღნიშნა რომ “ალდე“ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს.

მისი შეფასებით, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც იწყება ერთგვარი “გამოღვიძების” პროცესი.

“ესტონელი ევროპარლამენტარის ეს საკმაოდ გრძელი ინტერვიუ მიუთითებს, იმაზე, რომ ნელ-ნელა ევროპის და განსაკუთრებით, ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც იწყება ერთგვარი “გამოღვიძების” პროცესი, რომ ევროპარლამენტის ფრაქცია “ALDE,” რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ხშირად აცხობს რეზოლუციებს, ხშირად არა ევროღირებულებებით არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით ხელმძღვანელობს. ის აკრიტიკებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს, რომელიც ბოლო დროს უშნოდ გადაეკიდა საქართველოს, და არა მხოლოდ მას. ამ კაცმა კი ევროპარლამენტის შიდასამზარეულო კარგად იცის.”- წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები