„საქართველოს რკინიგზა“: თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული, უკვე დაიძრა

თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული, უკვე დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მგზავრები უკვე გადაყვანილნი არიან მეორე მატარებელში, რომელიც ფოთის მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობს.

„გაცნობებთ, რომ თბილისი-ფოთის მატარებელი, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული, უკვე დაიძრა.

საქართველოს რკინიგზამ ადგილზე მყისიერად დამხმარე მატარებელი მიიყვანა. ამ ეტაპზე, მგზავრები უკვე გადაყვანილნი არიან მეორე მატარებელში, რომელიც ფოთის მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები