“ვიყავით ემიგრაციაში, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც – ბაჩო აპირებდა პოლონეთში უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით” – ანი ნადარეიშვილი

“მინდა, რომ შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ”,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მისი ოჯახი ემიგრაციაში ისე მუშაობდა როგორც ყველა ემიგრანტი.

“ძალიან დიდი ხანია, [ბაჩო ახალაიას] ორგანიზატორად ასახელებენ. არ შეიძლება, რაიმე მტკიცებულება არსებობდეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ეგეთი მტკიცებულება. ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა ჩვენ არცერთს არ უარგვიყვია. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს… ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ ისევ პოლონეთში, უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით”, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები