არჩილ გორდულაძე: „ენჯეოები“ ყველა ქვეყანაში გამოიყენებოდა და გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე და ხალხის ინტერესებზე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე USAID-ის გაუქმების მნიშვნელობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.

„ენჯეო“ „ენჯეოა“ და როგორც ჩვენ ვაცხადებთ, იგივეს ადასტურებს მარკო რუბიოც – „ენჯეოები“ სპეცსამსახურების და გარკვეული ძალების მიერ გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება, რათა სხვადასხვა ქვეყანაში „დიფ სთეითის“ თუ გლობალური ომის პარტიის სასურველი ძალების მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ქვეყანაში ფსევდო ლიბერალური მიმართულებების გაღვივებით და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების დაქსაქსვით [„ენჯეო“] მართვის ერთ-ერთი ფორმას წარმოადგენს. დიახ, „ენჯეოები“ ყველა ქვეყანაში გამოიყენებოდა და გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე და ხალხის ინტერესებზე”, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმატებულ ნაბიჯად USAID-ის გაუქმება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები