ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში განთავსდა საახალწლო სოფელი და ფოტოგადასაღები სტენდები. “ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა ზღაპრის გმირების წარმოდგენები. ღონისძიებაზე მისულ პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საახალწლო ღონისძიება გალაკონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ბოლნისელი მსმენელის წინაშე სოფო ხალვაში, ანი კეკუა, გიორგი სუხიტაშვილი, ბენდი ,,ირიაო“ და ,,ჩვენი კვარტეტი“ წარდგნენ.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები