საქართველოს ელჩი საფრანგეთში: მნიშვნელოვანია, ქართველი დიპლომატები მომზადებულები ვიყოთ ურთულესი გამოწვევებისთვის
,,იმის გათვალისწინებით, რეგიონში, მსოფლიოში რთული პროცესები რაც მიდის, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები მომზადებულები ვიყოთ ურთულესი გამოწვევებისთვის”, – ამის შესახებ ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
„ასევე, შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს მსოფლიოში“, – აღნიშნა ირაკლი ყურაშვილმა.