აშშ გრენლანდიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლანდრი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა ინფორმაცია 21 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პრეზიდენტის განცხადებით, ლანდრი აშშ-ის ინტერესებს გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინაციას გაუწევს და იმუშავებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდიას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისთვის.
„ჯეფი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ენერგიულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენი მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს უსაფრთხოების, დაცულობისა და გადარჩენის კუთხით“, – დაწერა ტრამპმა.
ჯეფ ლანდრის განცხადებით, სპეციალური წარმომადგენლობა მოხალისეობრივ პოზიციად მიიღო და იგი პარალელურად ლუიზიანას გუბერნატორის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს.