დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

default

დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიება მოიცავდა კულტურულ და გასართობ აქტივობებს.

“საბავშვო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ანიმაციური წარმოდგენები და სხვადასხვა თემატური აქტივობა. ღონისძიების მონაწილე ბავშვებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.

საღამოს კი, საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები