პრემიერი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც, რაც აისახა კონკრეტულ ინდექსში, საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში

ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.

„ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში. საქართველო არის 40 საუკეთესო ქვეყანას შორის ამ თვალსაზრისით ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში, დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაწინაურდეს იმ პარამეტრებით, რასაც ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაც ჰქვია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები