ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

შეგახსენებთ, ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებები ბერლინში გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. როგორც გუშინ შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფმა განაცხადა, ბერლინში გამართულ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები