„ქუჩაში დამხვდა და ხალხის თვალწინ მცემა“ – ძალადობის მსხვერპლი ქალის კიდევ ერთი ისტორია

რამდენჯერმე ქუჩაში დამხვდა და ხალხის თვალწინ მცემა, მეზობლებმა ძლივს გააგდებინეს ჩემი თავი ხელიდან, – ამის შესახებ ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
იგი ყოფილი მეღლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფის ფაქტებზე საუბრობს.
„2011 წელს გავშორდი მეუღლეს. იმ დღიდან მოყოლებული მისი მხრიდან მუდმივად არის, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობა. რამდენჯერმე ქუჩაში დამხვდა და ხალხის თვალწინ მცემა, მეზობლებმა ძლივს გააგდებინეს ჩემი თავი ხელიდან. პატრულს არაერთხელ მივმართე. პატრული გამოვიძახე, გამოწერეს ორდერი, მაგრამ სულ არ აინტერესებს ეს ორდერიც, იგივეს აკეთებს. მირეკავს, მემუქრება… ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს და რამდენიმე დღით ციხეში ჩასვეს, გამოვიდა იმ ციხიდან და არ იშლის ისევ ამ მუქარას და შეურაცხყოფებს. ამიტომ დავრეკე თქვენთან, არ მინდა ჩემი სახელისა და გვარის ხსენება, მაგრამ ტელევიზორში რომ მოვისმინე, ასეთი კამპანია არისო, მინდოდა, მეთქვა და იქნებ გააჟღეროთ, რომ ასეთი მოძალადეებისთვის არანაირი აზრი არ აქვს ორდერების გამოწერასა და გაფრთხილებებს. პირდაპირ უნდა დაიჭირონ და რამდენიმე წლით გამოკეტონ ასეთი ადამიანები. რატომ უნდა ვიყო ყოველდღე, სახლიდან გასვლისას იმ შიშით, რომ შეიძლება სადმე ქუჩაში დამხვდეს და უმოწყალოდ მცემოს“, – ამბობს ძალადობის მსხვეპლი ქალბატონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები