მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო იყო კარგი მაგალითი, რომ დაგვენახა, რა პრობლემების წინაშე დგას ევროკავშირის ბიუროკრატია
,,ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მნიშვნელოვანია, ვიხილოთ ევროპა, რომელიც ხელმძღვანელობს სწორედ იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებზეც შეიქმნა”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ქართული მხარე დიდი ხანია, საუბრობს ევროკავშირის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებზე.
„საკმაოდ დიდი ხანია, მივანიშნებთ ევროკავშირის ბიუროკრატიაში არსებულ პრობლემებზე, რაც გამოჩნდა საქართველოსთან ურთიერთობებში. საქართველო იყო კარგი მაგალითი, რომ დაგვენახა, ჩვენს საზოგადოებას და არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, დაენახა ის პრობლემები, რის წინაშეც დგას დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია. დღეს ამ თემებზე უკვე ბევრი საუბრობს. ჩვენ მოვისმინეთ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკა, ეს არის ის თემა, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ევროპული საზოგადოება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მნიშვნელოვანია, ვიხილოთ ევროპა, რომელიც არის სწორედ იმ ღირებულებებზე დაფუძნებული, რომელიც ხელმძღვანელობს სწორედ იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებზეც შეიქმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც, ევროპული საზოგადოებისთვისაც და ზოგადად, ევროკავშირის მომავლისთვისაც. სწორედ ამაზე მიანიშნებს პარლამენტის თავმჯდომარე და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ უკვე დიდი ხანია, როდესაც ვაფასებთ ხოლმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ბოლო პერიოდის განვითარებებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.